სანზონა

  • ბლოკი 1
  • აირჩიე სართული

პროექტის შესახებ

თეთრი კვადრატი სანზონა - თანამედროვე საცხოვრებელი პროექტია ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე, სადაც ქალაქის დინამიკა, კომფორტი და ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში ერთიანდება.
11-სართულიანი პროექტი აერთიანებს 103 საცხოვრებელ ბინას და 1-დონიან ავტოსადგომს. მისი ხელსაყრელი მდებარეობა უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის მთავარ მიმართულებებთან, ხოლო თბილისის ზღვისა და რეკრეაციული სივრცეების სიახლოვე ყოველდღიურ ცხოვრებას მეტ სიმშვიდესა და კომფორტს სძენს.
პროექტის კონცეფცია სხვადასხვა ცხოვრების სტილსა და საჭიროებაზეა მორგებული.იდეალურია ახალი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, საინვესტიციოდ თუ გასაქირავებლად. 
საცხოვრებელ კომპლექსში ბინის  ფართი  34.3 კვ.მ - დან  იწყება. 
პროექტის უპირატესობები

ხელსაყრელი მდებარეობა -  ჩარგლის ქუჩაზე, საიდანაც მარტივად უკავშირდებით თბილისის ძირითად სატრანსპორტო და ურბანულ წერტილებს. ახლოსაა მეტროსადგური ღრმაღელე, თბილისის ზღვა და ქალაქის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
პროექტი სრულად აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის თანამედროვე სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს უკეთეს თბოიზოლაციას, ხმის ეფექტურ იზოლაციასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს წლის ნებისმიერ სეზონზე.
საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემებითა და გენერატორით, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც უზრუნველყოფს ლიფტების, პარკინგის, დერეფნების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და საევაკუაციო განათების უწყვეტ მუშაობას.
ხოლო პროექტში გამოყენებული ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები,  შენობის გამძლეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
თეთრი კვადრატი სანზონა - თქვენი ახალი მისამართი  ქალაქში, სადაც  კომფორტული ყოველდღიურობა ახალ შესაძლებლობებს  ქმნის.

მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ჩარგლის ქ. 50
ზარის შეკვეთა